მკითხველს, რომელიც წინამდებარე წიგნს გადაშმკითხველს, გადაშლის და ტექსტში შეაბიჯებს, უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვს, უეჭველად ბოლომდე გაივლის მანძილს წინათქმიაქვს, წინათქმიდან ბოლოთქმამდე, რადგანაც მიხეილ სააკაშვილის „ძალის გამოღვიძება“ მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო რომანივით იკითხება. აქვს კიდევაც მძაფრი სიუჟეტი, ოღონდაც ბელეტრისტული პროზისგან განსხვავებით, აქ მოთხრობილი ამბავი გამონაგონი კი არ გახლავთ, არამედ სინამდვილეა, თანამედროვე კაცობრიობის დრამატული პერიპეტიების მართალი და გულწრფელი ასახვაა. მოქმედება ძირითადად ორ ქვეყანაში ერთდროულად ვითარდება - საქართველოსა და უკრაინაში. გასაოცარი, და ეგებ, მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტოც იყოს საბჭოთა იმპერიიდან დე იურე თავდახსნილი და დღემდე დე ფაქტო დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ამ ორი ქვეყნის პოლიტიკური ბედის მსგავსება, მსგავსება კი არა, ფაქტობრივად, იდენტურობა, სიტუაციის, კოლიზიების, გამოწვევების იგივეობა. საქართველოსა და უკრაინის უკრაინის ცხოვრება ამ ჩვენს დაძაბულ XXI საუკუნეში ერთმანეთთან განუყოფლად გადაწნულა და გადაჯაჭვულა. მით უფრო, რომ ამ ისტორიულ სიმბიოზს მკვეთრად ათვალსაჩინოებს ერთი გამორჩეული პიროვნების მოღვაწეობა, პიროვნებისა, რომელიც ერთდროულად ამ წიგნის ავტორიცაა და მისი მთავარი გმირიც და რომლის ზეორიგინალური, სუპერექსკლუზიური, განუმეორებელი პოლიტიკური პროფილი, დღევანდელი მრავალსახოვანი გლობალური ისტებლიშმენტის ფონზე კარგადაა ცნობილი მთელ მსოფლიოში და, ბუნებრივია, უპირველესად, მის სამშობლოში, იმ ქვეყანაში, რომლის სახელმწიფოებრიობის აღდგენასა და თანამედროვე დემოკრატიული სტანდარტებით შექმნაში მას ლომის წილი აქვს შეტანილი და რომელთან მიმართებაშიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სიტყვები, რომლებიც ჩვენს მიერ ამ წინათქმის სათაურად გვაქვს გამოტანილი _ „ამქვეყნად ყველაზე მეტად შენება მიყვარს“.
წინამდებარე კატალოგი (კატალოგი რეზონე) წარმოგვიდგენს ქართველი ფერმწერის, XX საუკუნის ქართველ 60-იანელთა თაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელის რადიშ თორდიას შემოქმედებას. კატალოგში შესულია მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული 311 ფერწერული და გრაფიკული სურათი, რაც რადიშ თორდიას შემოქმედებითი განვითარების უწყვეტ, სამოცდახუთწლიან ისტორიას ქმნის. კატალოგს ერთვის ხელოვნებათმცოდნეების - ნინო ხუნდაძისა და ნინო ჩიხლაძის სტატიები - მხატვრის შემოქმედების ანალიზი, დაფუძნებული კომპატრატიულ კვლევაზე. მაღალი ხარისხის ილუსტრაციები, ფერწერული სურათების საგანგებოდ გადიდებული დეტალები და სტატიები ერთობლიობაში შესაძლებელს ხდის რადიშ თორდიას შემოქმედება მთელი სიცხადითა და მომხიბვლელობით წარმოჩნდეს, კიდევ ერთხელ განისაზღვროს მისი მნიშვნელობა და განსაკუთრებული ადგილი ქართული მხატვრობის ისტორიაში.
წიგნში წარმოდგენილია XVIII ს-ის ქართული ანონიმური ქრონიკის (1373-1683 წლების მოვლენებით) მეცნიერულ-კრიტიკული ტექსტი პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ხელნაწერის საფუძველზე; გამოთქმულია ვარაუდები მისი დათარიღებისა და არქიტექტონიკის შესახებ.
წარმოდგენილ სახელმძღვანელოში განხილულია კონსტიტუციური სამართლის აუცილებელი ცნებები: სახელმწიფო მოწყობის ფორმები, კონსტიტუცია, სუვერენიტეტი. სტუდენტს ვთვაზობთ სხვადასხვა სავარჯიშოს, რომელიც იურიდიული თხზულების, ტექსტის კომენტირებისა და კაზუსის კარგი შესრულებისთვის აუცილებელი მეთოდოლოგიის შეძენის საშუალებას იძლევა. თითოეული შემოთავაზებული სავარჯიშო განსაზღვრული მოთხოვნების შედეგია და მისი შესრულება მოითხოვს მეთოდის ზუსტ მიყოლას. ამ მეთოდის წარმოდგენის შემდეგ, გთავაზობთ მის განხორციელებას სავარჯიშების მეშევეობით.
ეს არის ადამ სმითის "მორალური სენტიმენტების თეორიის" ტრადიციის გამგრძელებელი მნიშვნელოვანი კრებული, რომელიც დეცენტრალიზებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის თვითკონტროლის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. სახელმწიფო კონტროლი ვერასოდეს ჩაანაცხვლებს თვითკონტროლს თავისუფლებისა და ყველაფერ იმის განადგურების გარეშე, რაც ადამიანურია საზოგადოებასა და ეკონომიკაში. ვერონ სმითი ნობელის 2002 წლის პრიზის მფლობელი ეკონომიკაში, ჩეპმენის უნივერსიტეტის პროფესორი ეკონომიკასა და სამართალში
ეს წიგნი წარმოადგენს ფასდაუდებელ და ლაკონიურ შესავალს ეკონომიკის საფუძვლებში. იგი აღწერს თუ როგორ ყალიბდება ფასები თვისუფალ ეკონომიკაში, მიუხედავად ეტატიზმისა და დაგეგმარების უგუნური მცდელობებისა. ეს წიგნი ეფუძნება არგუმენტს, რომლის მიხედვითაც პოლიტიკოსები და საჯარო მოხელეები არ უნდა დაკმაყოფილდნენ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მოკლევადიანი შედეგებით. ისინი ვალდებულნი არიან, შეაფასონ გრძელვადიანი შედეგებიც, რომლებიც ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის შედეგად წარმოიქმნება. სტივ ბეიკერი ბრიტანელი პოლიტიკოსი, პარლამენტის წევრი კონსერვატიული პარტიიდან
ეს წიგნი წარმოადგენს ფასდაუდებელ და ლაკონიურ შესავალს ეკონომიკის საფუძვლებში. იგი აღწერს თუ როგორ ყალიბდება ფასები თვისუფალ ეკონომიკაში, მიუხედავად ეტატიზმისა და დაგეგმარების უგუნური მცდელობებისა. ეს წიგნი ეფუძნება არგუმენტს, რომლის მიხედვითაც პოლიტიკოსები და საჯარო მოხელეები არ უნდა დაკმაყოფილდნენ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მოკლევადიანი შედეგებით. ისინი ვალდებულნი არიან, შეაფასონ გრძელვადიანი შედეგებიც, რომლებიც ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის შედეგად წარმოიქმნება. სტივ ბეიკერი ბრიტანელი პოლიტიკოსი, პარლამენტის წევრი კონსერვატიული პარტიიდან
ნაშრომი წარმოადგენს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისათვის შედარებით ახალ და დინამიურად განვითარებადი დისციპლინის - საბირჟო ვაჭრობის ტექნოლოგია, ბირჟაზე მოვაჭრეთა (ტრეიდერთა) ფსიქოლოგია, ტექნიკური ანალილზი და მისი პოსტულატები, იაპონური სანთლებით ანალიზი, დოუს თეორია (ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვის), ბაზრის დინამიკის ამსახველი გრაფიკები, ფასების მოძრაობა და ბაზრის ტენდენცია (დაღმავალი და აღმავალი ტენდერები), ბაზარზე შესვლის მომენტის შერჩევა, ბაზარზე არსებული ფასების ტენდენციის გარდატეცის მოდელების ფართო სპექტრი. ნაშრომში აგრეთვე მოცემულია ბაზრის მდგომარეობის ფუნდამენტალური ანალიზი, კერძოდ წარმოდგენილია ბაზრის მდგომარეობაზე მოქმედი ფუნდამენტალური ფაქტორები (ძირითადად მაკროეკონომიკური მაჩვენებლები-უმუშევრობის დონე, ინფლაციის დონე, მოსახლეობის შემოსავლები, მიწოდება-მოთხოვნა, ბანკის სარგებლის პროცენტი და სხვა) და ბაზრის რეაქცია მათზე. განხილულია გარიგებათა მოცულობა და ღია პოზიციათა ინტერესი ფიუჩერსული კონტრაქტებით ვაჭრობისას. აღნიშნულ ნაშრომში გრაფიკულ ანალიზსა და კომპიუტერული ანალიზის ნაწილში გამოყენებულია თარგმანი ჯონ მერფისა და ალექსანდრ ელდერის ნაშრომებიდან, ხოლო იაპონური სანთლებით ანალიზის ნაწილში კი სტივ ნისონისა და გრეგორი მორისის ნაშრომებიდან. ეს ნაშრომი თავისი შინაარსის სიღრმით და სისრულით პირველი ქართული გამოცემაა და იგი გამოადგება როგორც ფინანსების სპეციალობის სტუდენტევს, ისე ბირჟაზე მოვაჭრე ტრეიდერებს.
სახელმძღანელოში აღწერილია ოპერაციული სისტემა Windows 10. განხილულია საკითხები, რომელთა ცოდნაც სასურ-ველია როგორც კომპიუტერის მომხმარებლებისთვის, ასევე ად-მინისტრატორებისთვის. სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს უნივერსი-ტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლის სტუ-დენტებისთვის.