სამომხმარებლო შეთანხმება
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ვებ გვერდის წესები და პირობები
წინამდებარე შეთანხმების პირობები (“შეთანხმება”) სავალდებულოა თქვენთვის და Ugbooks.ug.edu.ge -ისთვის, რომელიც შემდგომში მოხსენიებულია როგორც Ugbooks.ug.edu.ge, “ჩვენ” ან “ჩვენი.” გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პირობებს. ვებ გვერდის ან Ugbooks.ug.edu.ge –ის ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ თანხმობას აცხადებთ ამ პირობებზე, ისევე, როგორც კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე. ყველა ქვემოთ ხსენებული პირობა არეგულირებს თქვენ მიერ ვებ ვერდითა (www.Ugbooks.ug.edu.ge) და ჩვენი მომსახურებით სარგებლობას. თუ თქვენ არ ეთანხმებით ამ პირობებს, უნდა შეწყვიტოთ ვებ გვერდითა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობა. ტერმინი “თქვენ” მიუთითებს პირზე, რომელიც შედის ვებ გვერდზე ან სარგებლობს ვებ გვერდით ან ჩვენი მომსახურებით (“მომხმარებელი“).
1. ზოგადი პირობები
1.1. წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმება ძალაში შედის თქვენი მხრიდან მისი გაცნობის ან/და პირობებზე თანხმობის გამოხატვის მომენტიდან;
1.2. თქვენ მიერ ვებ გვერდზე შესვლა და ამ ვებ გვერდზე ან მისი მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ თქვენ თანახმა ხართ შეასრულოთ წინამდებარე პირობები;
1.3. Ugbooks.ug.edu.ge უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმების პირობები, წესები, ან/და ტარიფები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
1.4. თქვენ ვალდებული ხართ პერიოდულად გაეცნოთ შეთანხმებაში და მის ყველა დანართში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეტანილ ცვლილებებს და დამატებებს;
2. მომხმარებლის განცხადებები და გარანტიები
2.1. Ugbooks.ug.edu.ge -ს მომსახურებით სარგებლობისთვის თქვენ აცხებთ და იძლევით გარანტიას, რომ:
2.1.1. იმოქმედებთ წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად;
2.1.2. წარმოადგენთ უფლებაუნარიან და ქმედუნარიან პირს;
2.1.3. ვებ გვერდზე რეგისტრაციის მიზნით Ugbooks.ug.edu.ge -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის ზუსტი და უტყუარი. Ugbooks.ug.edu.ge -სთვის წარდგენილი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოადგენს სრულ და მოქმედ რედაქციას;
2.1.4. სრულად პასუხისმგებელი ხართ ყველა იმ აქტივობაზე, რომელიც ხორციელდება თქვენი მომხმარებლის ანგარიშით ვებ გვერდზე ყოფნის ან Ugbooks.ug.edu.ge –ის მომსახურებით სარგებლობის დროს;
2.1.5. არ მოახდენთ Ugbooks.ug.edu.ge –ის რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერ გარემოში, Ugbooks.ug.edu.ge –ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
2.1.6. სრულად აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ თქვენი მომხმარებლის ანგარიშიდან Ugbooks.ug.edu.ge -ს მეშვეობით პროდუქტის შეძენისას ჩვენ ვივარაუდებთ, რომ თქვენ წარმოადგენთ გამოყენებული საბანკო ბარათის უფლებამოსილ მფლობელს;
2.1.7. სრულად აცნობიერებთ და ეთანხმებით იმ შედეგებს, რაც შესაძლებელია მოჰყვეს ვებ გვერდით სარგებლობისას განხორციელებულ ქმედებებს/ოპერაციებს და აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობას იღებთ მათ შედეგებზე, მათ შორის რომელიც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება
პროდუქტის შეკვეთით, დამატებით, გაუქმებით და მომსახურების საფასურის გადახდით;
2.1.8. სრულად აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ Ugbooks.ug.edu.ge უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, მათ შორის და არა მხოლოდ თქვენ მიერ Ugbooks.ug.edu.ge -სთვის ან/და მისი წარმომადგენლისთვის გადაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, წინამდებარე შეთანხმებით და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების და დაცვის პოლიტიკით განსაზღვრული მიზნით;
3. მომსახურების პირობები
3.1. Ugbooks.ug.edu.ge გთავაზობთ ონლაინ შოპინგის უნივერსალურ პლატფორმასა და დეტალურ საინფორმაციო პორტალს, რომელიც მოიცავს სრულ ინფორმაციას მასზე განთავსებული პროდუქციის ნებისმიერი პარამეტრის, შეთავაზებების (ფასები და საგარანტიო პირობები) და მიმწოდებლების შესახებ.
3.2. შესაბამის მიმწოდებელთან გაფორმებული ელექტრონული კომერციით მომსახურების ან/და პოს-ტერმინალით მომსახურების თაობაზე შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, Ugbooks.ug.edu.ge შესაძლებლობას გაძლევთ დადოთ გარიგებები სასურველი პროდუქტის შეძენის მიზნით;
3.3. Ugbooks.ug.edu.ge -ს მეშვეობით პროდუქტის შეძენის მიზნით, ვალდებული ხართ დარეგისტრირდეთ მომხმარებლად და გაიაროთ ვებ გვერდზე ავტორიზაცია;
3.4. ვებ გვერდზე არსებულ ინფორმაციას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი. იგი მიიჩნევა სანდოდ, მაგრამ Ugbooks.ug.edu.ge არ იძლევა გარანტიას მის სისრულეზე, დროულობაზე და სისწორეზე. თქვენ ეცნობით, იყენებთ და ენდობით ამ ინფორმაციას მხოლოდ საკუთარი რისკით;
3.5. Ugbooks.ug.edu.ge არ წარმოადგენს ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქტის უშუალო გამყიდველს. Ugbooks.ug.edu.ge არ არის მიმწოდებელსა და თქვენ შორის გაფორმებული გარიგების მხარე, ორგანიზატორი ან/და რაიმე სხვა ფორმით გარიგების თანამონაწილე;
3.6. Ugbooks.ug.edu.ge გაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა მიმწოდებელის მიერ შემოთავაზებული პირობების შესახებ. თქვენ ვალდებული ხართ თავად შეარჩიოთ სასურველი მიმწოდებელი და პროდუქტი;
4. მომხმარებლის ანგარიშის გახსნა
4.1. ვებ გვერდის მეშვეობით პროდუქტის შესაძენად თქვენ ვალდებული ხართ გაიაროთ რეგისტრაცია და შექმნათ მომხმარებლის ანგარიში;
4.2. რეგისტრაციის პროცესში ვალდებული ხართ, შეავსოთ ყველა აუცილებელი ველი და დაეთანხმოთ წინამდებარე შეთანხმების პირობებს;
4.3. ვებ გვერდზე რეგისტრაციისას ვალდებული ხართ, მიუთითოთ აქტიური ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი. Ugbooks.ug.edu.ge თქვენთან ურთიერთობისთვის გამოიყენებს რეგისტრაციისას მითითებულ თქვენს საკონტაქტო მონაცემებს;
4.4. საკონტაქტო მონაცემების ცვლილებისას, ვალდებული ხართ აღნიშნულის შესახებ შეატყობინოთ Ugbooks.ug.edu.ge -ს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვებ გვერდზე რეგისტრაციის მომენტში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად და Ugbooks.ug.edu.ge -ს მიმართ არ მიიღება არავითარი პრეტენზია;
4.5. ვებ გვერდზე თქვენი მომხმარებლის ანგარიში გაიხსნება მხოლოდ წინამდებარე პირობებზე დათანხმების შემდეგ. რეგისტრაციის პროცესის ნაწილობრივ გავლის შემთხვევაში მომხმარებლის ანგარიში არ ითვლება შექმნილად და თქვენ ვერ შეძლებთ Ugbooks.ug.edu.ge -ს მომსახურებით სრულად სარგებლობას;
5. პროდუქტის შეძენა
5.1. Ugbooks.ug.edu.ge -ს მეშვეობით პროდუქტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიშიდან;
5.2. პროდუქტის შეძენის მიზნით ვალდებული ხართ გაიაროთ ავტორიზაცია ვებ გვერდზე. ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნიკალური იდენტიფიკატორების მეშვეობით;
5.3. ავტორიზაციის გავლის შემდეგ Ugbooks.ug.edu.ge -ს კატალოგიდან ირჩევთ თქვენთვის სასურველ შეთავაზებას და ანგარიშსწორების მეთოდს;
5.4. Ugbooks.ug.edu.ge -სა და მიმწოდებელს შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში ანგარიშსწორება შეგიძლიათ განახორციელოთ როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდებით შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
5.4.1. ანგარიშსწორება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში;
5.4.2. ნაღდი ანგარიშსწორების მეთოდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეგიძლიათ ისარგებლოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ტრანსპორტირება განხორციელდება Ugbooks.ug.edu.ge -ს საკურიერო სერვისის გამოყენებით;
5.4.3. უნაღდო ანგარიშსწორებით შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც შეკვეთის განხორციელების მომენტში ვებ-გვერდზე ჩართული ელექტრონული კომერციის გამოყენებით, აგრეთვე უშუალოდ პროდუქტის ჩაბარების მომენტში პოს-ტერმინალის მეშვეობით;
5.5. პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა საკომისიო ან/და მომსახურების საფასური, მათ შორის საკურიერო მომსახურების ღირებულება;
5.6. თქვენ უფლება გაქვთ ისარგებლოთ შეკვეთის გაუქმების, პროდუქტის დაბრუნების და დაბრუნებული პროდუქტის ღირებულების ანაზღაურების უფლებით. პროდუქტის დაბრუნებისა და ანაზღაურების პირობებს განსაზღვრავს მიმწოდებელი და განთავსებულია ვებ გვერდზე;
5.7. პროდუქტის შეძენამდე თქვენ ვალდებული ხართ გაეცნოთ მიმწოდებლის დაბრუნებისა და გაუქმების პოლიტიკას. შეკვეთის პროცესის დასრულებით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით მიმწოდებლის დაბრუნებისა და გაუქმების პოლიტიკას;
5.8. პროდუქტის დაბრუნებაზე და დაბრუნებული პროდუქტის ღირებულების ანაზღაურებაზე სრულად პასუხისმგებელია მიმწოდებელი. Ugbooks.ug.edu.ge -ს მიმართ არ შეიძლება წარდგენილი იქნეს დაბრუნებისა და გაუქმების პოლიტიკიდან გამომდინარე ან/და მასთან დაკავშირებული რაიმე მოთხოვნა/პრეტენზია;
6.1. Ugbooks.ug.edu.ge უზრუნველყოფს თქვენ მიერ შეძენილი პროდუქტის ტრანსპორტირებას შემდეგი პირობებით:
6.1.1. მიმწოდებლის მიერ Ugbooks.ug.edu.ge -სთვის ან/და მისი წარმომადგენლისთვის პროდუქტის შესაბამის ვადებში მოწოდების შემთხვევაში, შეძენილი პროდუქტის ტრანსპორტირება თბილისში განხორციელდება 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში;
6.1.2. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ჩაბარების მისამართი იქნება თბილისის ფარგლებს გარეთ, პროდუქტის ტრანსპორტირება განხორციელდება 3-5 სამუშაო დღის განმავლობაში;
6.1.3. შეძენილი პროდუქტის ტრანსპორტირება განხორციელდება თქვენ მიერ შეკვეთის განხორციელებისას მითითებულ მისამართზე;
6.1.4. Ugbooks.ug.edu.ge უფლებამოსილია არ განახორციელოს პროდუქტის ტრანსპორტირება იმ შემთხვევაში, თუ:
6.1.4.1. პროდუქტის შეძენა არ განხორციელებულა Ugbooks.ug.edu.ge -ს მეშვეობით;
6.1.4.2. პროდუქტის შეძენისას თქვენ მიერ დაფიქსირებული მისამართი გაურკვეველია;
6.1.4.3. ვერ ხერხდება თქვენთან დაკავშირება ვებ გვერდზე მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე;
6.1.4.4. პროდუქტის მახასიათებლებიდან გამომდინარე Ugbooks.ug.edu.ge მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს პროდუქტის ტრანსპორტირება;
6.1.5.5. იმ შემთხვევაში, თუ Ugbooks.ug.edu.ge უარს განაცხადებს პროდუქტის ტრანსპორტირებაზე წინამდებარე მუხლის 6.1.4. პუნქტის შესაბამისად, Ugbooks.ug.edu.ge უფლებამოსილია ვებ გვერდზე გააუქმოს შეკვეთა;
6.1.6.6. პროდუქტის ჩაბარების მიზნით, პროდუქტის მიმღები ვალდებულია Ugbooks.ug.edu.ge -ს ან/და მის წარმომადგენელს წარუდგინოს შეკვეთის უნიკალური კოდი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
6.1.7.7. პროდუქტის ჩაბარების დადასტურების მიზნით პროდუქტის მიმღები ხელს აწერთ მიღება-ჩაბარების აქტს. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის მომენტიდან პროდუქტი ითვლება ჩაბარებულად და არ მიიღება მომხმარებლის რაიმე პრეტენზია;
6.1.8.8. Ugbooks.ug.edu.ge უფლებამოსილია არ გადმოგცეთ შეძენილი პროდუქტი, ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ან რამდენიმე პირობის დადგომისას:
ა) მიმღები უარს განაცხადებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენაზე;
ბ) მიმღები უარს განაცხადებს შეკვეთის უნიკალური კოდის წარმოდგენაზე;
გ) მიმღების მიერ წარმოდგენილი შეკვეთის უნიკალური კოდი არ დაემთხვევა შეკვეთის განხორციელებისას მინიჭებულ კოდს;
დ) მიმღები უარს განაცხადებს მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე;
6.2. პროდუქტის ჩაბარების დადასტურების მიზნით Ugbooks.ug.edu.ge უფლებამოსილია აწარმოოს პროდუქტის ჩაბარების პროცესის ვიდეომონიტორინგი და შეინახოს ვიდეო ჩანაწერი Ugbooks.ug.edu.ge -ს მიერ განსაზღვრული ვადით;
7. მხარეთა უფლება-მოვალეობები
7.1. თქვენ უფლებამოსილი ხართ:
7.1.1. ისარგებლოთ Ugbooks.ug.edu.ge -ს მომსახურებით თქვენი მომხმარებლის ანგარიშისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
7.1.2. გაეცნოთ Ugbooks.ug.edu.ge -ს კატალოგს და მიმწოდებლების მიერ შემოთავაზებულ პირობებს;
7.1.3. შეიძინოთ სასურველი პროდუქტი შესაბამისი მიმწოდებლისგან;
7.1.4. ისარგებლოთ Ugbooks.ug.edu.ge -ს საკურიერო მომსახურებით;
7.1.5. ანგარისწორება განახორციელოთ Ugbooks.ug.edu.ge -ს მიერ განსაზღვრული გადახდის მეთოდებით;
7.2. Ugbooks.ug.edu.ge უფლებამოსილია:
7.2.1. ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ყოველგვარი დასაბუთებისა თუ ახსნა-განმარტების გარეშე წაშალოს პორტალზე განთავსებული ინფორმაცია, მათ შორის მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული პირობები;
7.2.2. თქვენ მიერ წინამდებარე შეთანხმებით, მისი რომელიმე დანართით ან/და კანონმდებლობით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვებ გვერდზე დაბლოკოს ან წაშალოს თქვენი მომხმარებლის ანგარიში;
7.2.3. ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ცალმხრივად შეცვალოს პროდუქტის შეძენის ან/და ანგარიშსწორების წესები;
7.2.4. ნებისმიერ დროს საკუთარი შეხედულებისამებრ უარი განაცხადოს საკურიერო მომსახურების გაწევაზე;
7.2.5. დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება მომხმარებლებისთვის პროდუქტის ჩაბარების რიგითობის თაობაზე;
7.2.6. მოსთხოვოს მომხმარებელს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, გადაიღოს და შეინახოს მისი ასლები;
7.2.7. არ გადასცეს პროდუქტი მიმღებს იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენაზე ან/და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერაზე;
7.2.8. ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება;
7.3. თქვენ ვალდებული ხართ:
7.3.1. ვებ გვერდზე რეგისტრაციისას სრულად შეავსოთ სავალდებულო ველები, მიუთითოთ ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია, დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში წარმოადგინოთ სრული და მოქმედი რედაქცია;
7.3.2. ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე შეთანხმების და მისი ყველა დანართის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირობებს;
7.3.3. გამოიყენოთ საკუთარი მომხმარებლის ანგარიში მხოლოდ შესაბამისი ანგარიშისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და არ დაუშვათ მომხმარებლის ანგარიშის მესამე პირ(ებ)ისათვის გადაცემა;
7.3.4. პროდუქტის შეძენისას დეტალურად გაეცნოთ პროდუქტის მახასიათებლებს და მიმწოდებელის მიერ შემოთავაზებულ პირობებს. მომხმარებლის რაიმე პრეტენზია პროდუქტის მახასიათებლის ან/და მიმწოდებელის მიერ შემოთავაზებული პირობების შესახებ Ugbooks.ug.edu.ge -ს მიმართ არ მიიღება;
7.3.5. პროდუქტის შეძენისას მიუთითოთ ზუსტი მისამართი;
7.3.6. Ugbooks.ug.edu.ge -ს ან/და მის წარმომადგენელს წარუდგინოთ პროდუქტის მიმღების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ჩაბარება არ ხდება უშუალოდ თქვენ მიერ, თქვენ ვალდებული ხართ განუმარტოთ პროდუქტის მიმღებს, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის კურიერისთვის წარდგენა წარმოადგენს პროდუქტის მიღების აუცილებელ პირობას;
7.3.7. პროდუქტის მიღების დადასტურების მიზნით ხელი მოაწეროთ მიღება-ჩაბარების აქტს. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ჩაბარება არ ხდება უშუალოდ თქვენ მიერ, თქვენ ვალდებული ხართ განუმარტოთ პროდუქტის მიმღებს, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა წარმოადგენს პროდუქტის მიღების აუცილებელ პირობას;