საქართველოს უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „UG Books“ 2007 წლიდან ფუნქციონირებს.

ის უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსშია განთავსებული.

უნივერსიტეტის სტუდენტებს და ყველა დაინტერესებულ მკითხველს ვთავაზობთ პროფესიულ, საინტერესო, თანამედროვე წიგნებს სხვადასხვა დარგში.

სტუდენტები აქ ნახავთ თქვენთვის საგანგებოდ შერჩეულ სახელმძღვანელოებს, პროფესიულ და მხატვრულ ლიტერატურას. კლასიკოს თუ თანამედროვე ავტორებს.

შესაძლებელია როგორც  ნაბეჭდი წიგნის, ასევე ელექტრონული წიგნების შეძენა ხელმისაწვდომ ფასად.  

UG Books-ში ნახავთ, როგორც საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოცემულ წიგნებს და პერიოდულ გამოცემებს,

ასევე მსოფლიოს წამყვანი გამომცემლობების მიერ გამოცემულ პროფესიულ ლიტერატურას.

მაღაზია 6000-ზე მეტ სტუდენტს ემსახურება.

თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს და ისარგებლეთ საინტერესო შეთავაზებებით.