დაბრუნების პოლიტიკა

Ugbooks.ug.edu.ge არ წარმოადგენს ვებ-გვერდზე (www.Ugbooks.ug.edu.ge) განთავსებული პროდუქტის  უშუალო გამყიდველს. Ugbooks.ug.edu.ge არ არის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული გარიგების მხარე, ორგანიზატორი ან/და რაიმე სხვა ფორმით გარიგების თანამონაწილე. ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია მომხმარებელს ეხმარება, მისთვის სასურველი პროდუქტის მოძიებაში და უადვილებს მიმწოდებელთან დაკავშირებას.

პროდუქტის შეძენამდე მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს მიმწოდებლის დაბრუნებისა და გაუქმების პოლიტიკას, რომელიც განთავსებულია ვებ გვერდზე მიმწოდებლის პირადი რეკვიზიტების გვერდზე.


 პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს კონკრეტულ მიმწოდებელს, რომლისგანაც შეიძინა პროდუქტი.


 თუ Ugbooks.ug.edu.ge -ს ავტორიზებული პირის მიერ პროდუქტის მისამართზე მიტანის შემდეგ, მიმღები უარს განაცხადებს ნივთის ჩაბარებაზე, მიმღები ვალდებულია ხელი მოაწეროს უარის ფორმას, რომელშიც თავადვე უთითებს შეკვეთის უნიკალურ კოდს. მომხმარებელი ვალდებულია დაუკავშირდეს Ugbooks.ug.edu.ge -ს საკონტაქტო ნომერზე და აცნობოს შეკვეთის გაუქმების შესახებ, ამასთან ვებ-გვერდის მომხმარებლის ანგარიშიდან გააუქმოს შეკვეთა. პროდუქტის ჩაბარებაზე უარის თქმა შეგიძლიათ, უარის შესაბამის ფორმაზე ხელმოწერის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ უარის ფორმაზე ხელმოწერიდან 24 საათის განმავლობაში ვებ-გვერდზე არ გაუქმდება უარის ფორმაში მითითებული უნიკალური კოდით განხორციელებული შეკვეთა, Ugbooks.ug.edu.ge უფლებამოსილია თავად გააუქმოს შეკვეთა.

თუ თანხა გადახდილი გაქვთ უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდით, თანხის დაბრუნების შესახებ უნდა მიმართოთ კონკრეტულ მიმწოდებელს. თანხის ანაზღაურების პირობები დამოკიდებულია კონკრეტული მიმწოდებლის  გაუქმებისა და დაბრუნების პოლიტიკაზე

 

 Ugbooks.ug.edu.ge არ არის პასუხისმგებელი თანხის დაბრუნებაზე, თუ შესაბამისი მომართვა არ განხორციელდება კონკრეტული მიმწოდებლისგან.

თუ მომხმარებელი პროდუქტის დაბრუნებას ან/და გადაცვლას გადაწყვეტს პროდუქტის ჩაბარების შემდეგ, იგი უნდა დაუკავშირდეს კონკრეტულ მიმწოდებელს, რომლისგანაც შეიძინა პროდუქტი.