ყიდვა
Ugbooks.ug.edu.ge -ზე პროდუქტის შეძენა შესაძლებელია 3 მეთოდით:
1. უნაღდო ანგარიშსწორება ონლაინ - თქვენ შეგიძლიათ Ugbooks.ug.edu.ge -ზე შეარჩიოთ პროდუქტი და ვებ გვერდზე ჩართული ონლაინ ყიდვის საშუალებით, თავად განახორციელოთ საფასურის გადახდა საქართველოს ტერიტორიაზე ემიტირებული VISA ან MASTER CARD ბარათების გამოყენებით.
იმისათვის რომ ვებ გვერდიდან ონლაინ შეიძინოთ პროდუქცია, საჭიროა დარეგისტრირდეთ საიტზე, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტ(ებ)ი, გადაიტანოთ „კალათაში“, აირჩიოთ ბარათით გადახდის მეთოდი და განახორციელოთ გადახდა.
2. მალე დაემატება - უნაღდო ანგარიშსწორება ადგილზე პოსტ-ტერმინალის საშუალებით და ნაღდი ანგარიშსწორების მეთოდები.
პრომო კოდით სარგებლობის პირობები:
1. პრომო კოდი შესაძლებელია გაცემულ იქნას, როგორც თანხის სახით ასევე სხვადასხვა პროცენტით. ( შესაძლებელია იყოს მაგალითად : 1000 ლარიანი, ან 50% იანი )
2. პრომო კოდი არის ერთჯერადი ( მაგ: 1000 ლარიანი პრომო კოდს რამდენიმე ნაწილად გაყოფა შესაძლებელი არ არის, მისი გამოყენება უნდა მოხდეს ერთჯერადად).
3. ყველა კოდს განსაზღვრული ვადა აქვს, რომელიც პრომო კოდთან ერთად იგზავნება სმს-ის ან ელექტრონული ფოსტის სახით.
4. ყველა პრომო არის ინდივიდუალური და შესაძლებელია გაწერილ იქნას კონკრეტულ კატეგორიაზე, ბრენდზე, მაღაზიაზე, თანხაზე ( მაგ: 100 ლარიდან 300 ლარამდე ღირებულების პროდუქტზე).
5. სტანდარტული შეკვეთა, სხვდასხვა მაღაზიიდან, ერთი გადახდით არ ხორციელდება, შესაბამისად პრომო კოდით სარგებლობა მხოლოდ ერთი მერჩანტიდან არის შესაძლებელი, იმისდა მიუხედავად პრომო კოდი ამ აღნიშნულ მერჩანტზე გაწერილია თუ არა.
6. პრომო კოდი კონკრეტულ მომხმარებელთან იგზავნება მხოლოდ ერთხელ.
7. პრომო კოდის გამოყენება შეუძლია მხოლოდ იმ მომხმარებელს, რომელთანაც აღნიშნული კოდი თავდაპირველად გაიგზავნა.
8. სმს/ელექტრონული ფოსტის წაშლის ან სხვა გზით პრომო კოდის დაკარგვის შემთხვევაში, კოდი აღდგენას არ ექვემდებარება.
9. პრომო კოდის გამოყენება არ შეიძლება სხვა მიმდინარე აქციებთან ერთად (მაგ: ვიზა, ლიბერთის ბარათით გადახდა და ა.შ).
10. თუ პრომო კოდით გაკეთებული შეკვეთა გარკვეული მიზეზის გამო გაუქმდა ( მაგ. შეკვეთილი პროდუქტის მარაგის ამოწურვა ან სხვა) პრომო კოდის კვლავ გააქტიურების შემდეგ, მისი გამოყენება მითითებულ ვადამდე არის შესაძლებელი.