გამომცემლობა:
წელი:
წიგნის შესახებ:
ოთხი მეგობარი საშობაოდ პარიზში ჩადის. შობა პარიზში - ეს უკვე მოვლენაა, ეს არის დღე, როცა შეიძლება სასწაულები მარტლა მოხდეს.
და ასეც არის: პარიზში გოგონებს ბევრ წარმოუდგენელი, დაუჯერებელი შეხვედრა თუ თავგადასავალი ელით. მაგრამ ეს ისტორია არც დღესასწაულზეა და არც მოგზაურობაზე, ეს დიდი ხნის წინ დაშორებული წყვილის ხელახალი შეხვედრის ამბავია და ამ შეხვედრამ ბევრ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი, ბურუსით მოცულ ურთიერთობას ნათელი მოჰფინოს და, ბოლოს და ბოლოს, გაარკვიოს Jo May ერთად იწერება თუ ცალ-ცალკე.
ავტორის შესახებ:
ჯანო დევაძე - დაიბადა 1995 წლის 23 ივნისს, ქალაქ ბათუმში. დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი ბიზნეს სამართალის მიმართულებით 2018 წელს. ამჟამად იურიდიული მრჩეველია კორპორაციული სამართლის საკითხებში.
აზრი, რომ ლიტერატურისა და ხელოვნების გარეშე ყველაფერი მოსაწყენია, საკმაოდ ადრიდანვე ჰქონდა განმტკიცებული. 2021 წელს კი გამოაქვეყნა პირველი რომანი, ,,თეთრი კონვერტი’’, სადაც მხატვრული გზით მოგვითხრობს რამდენიმე სამართლებრივ დავაზე. მის შემოქმედებას ასევე ეკუთვნის რომანი ,,ასე ჩანდა“, სადაც ძირითადი აქცენტები სტუნდეტის შინაგან სამყაროზეა გაკეთებული. მათ აკვიატებულ იდეებსა და ინსტიქტურად უარყოფილ საკითხებზე, რომელიც 2022 წელს გამოაქვეყნა საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობამ. ასევე ეკუთვნის უკვე დასრულებული და მისთვის გამორჩეული რომანი ,,გამოღვიძება“, რომელიც გამოქვეყნდება ასევე 2022 წელს. აქ საუბარია მოთმინების შენარჩუნებით დიდ გამარჯვებებთან მისასვლელ გზებზე და მომხიბვლელ ცდუნებებზე, რაც არ გვაძლევს საშუალებას საკუთარ თავს იქითაც ვიყუროთ.
დაინტერესებულია ფილოსოფიითა და კინო ხელოვნებით, რასთან უფრო სერიოზულ და პროფესიულ კავშირსაც არ გამორიცხავს.
კატეგორია:
გვერდების რაოდენობა:
ISBN:
ზომა:
წონა:
ფორმატი:
ენა:
კომენტარი:
ფასი:
დათვალიერება: