გამომცემლობა:
წელი:
წიგნის შესახებ:
ამ წიგნით შედგა, ქართველი ეროვნული ბესტსელერის „გურული დღიურების“ ავტორის, გიორგი კეკელიძის, როგორც მეზღაპრის დებიუტი.
ზღაპრები 4 სერიად გამოიცემა. თითოეულ სერიაში შედის 5 ზღაპარი. წიგნი განკუთვნილია 4 დან 10 წლამდე ბავშვებისთვის. გიორგი კეკელიძის წერის სტილი და მანერა ტექსტს ადვილად გასაგებს ხდის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პატარა მკითხველებისთვის.
თომასთან, ბაიბურასთან, ბებიასთან, თუთასთან, თომთესთან და ქალბატონ გადაბრუნდასთან ერთად ბავშვები და მშობლები საკუთარ წარმოსახვაში განიცდიან იგივე შეგრძნებებს, გამოცდილებას, თავგადასავლებს, რასაც ზღაპრის ჯადოსნური გმირები. თითოეული ზღაპარი შთააგონებს მკითხველს თუ რამდენად დიდია კეთილი სიტყვის ძალა. ზღაპრებში კეთილი და ბოროტი ერთმანეთს არ უპირისპირდება. ავტორის მიგნება, პატარებს სიკეთის მნიშვნელობა და კეთილი საქმის კეთება ისევ კეთილი ძალების დახმარებით შეძლონ, უდავოდ განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს და პატარა მკითხველებსაც დადებითი ემოციით განაწყობს წიგნის მიმართ.
ავტორის შესახებ:
გიორგი კეკელიძე — ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, კინოსცენარისტი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი (2012 წლიდან დღემდე).
კეკელიძე არის პრემია „საბას პრემიის ლაურეატი, წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (2006-2012 წლებში.)
საგანმანათლებლო მოძრაობა #ეკვილიბრიუმის დამფუძნებელი. წიგნის მუზეუმის დამაარსებელი. წიგნის ჩუქების დღის ინიციატორი საქართველოში (23 აპრილი)
კატეგორია:
გვერდების რაოდენობა:
ISBN:
ზომა:
წონა:
ფორმატი:
ენა:
კომენტარი:
ფასი:
დათვალიერება: