გამომცემლობა:
წელი:
წიგნის შესახებ:
გიორგი კეკელიძის „სხვა ცის ამბავი“ ჩვენი გმირების ახალ, უჩვეულო, ზღაპრულ თავგადასავლებზე გვიამბობს — თომასა და ნიკა ლოს ცაში ფეხით მოგზაურობის, ბუმბოსთან შეხვედრის, ნისლის ქოხის კაცუნას, მზის, სათამაშოებისა და ამასთანავე არასათამაშოების შესახებ.
ზღაპრული ამბების გმირები ემსახურებიან ყველაზე დიდ ფასეულობებს — სიკეთეს, სიყვარულს, ღირსებას, რომელიც ბავშვებისთვის ყველაზე მეტად გასაგები გზებით, ხერხებითა და მაგალითებითაა წარმოდგენილი.
ამ ამბებში მკითხველი ეზიარება არა მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისაკენ სწრაფვას, არამედ გარშემომყოფთა მიმართ ზრუნვის, სიყვარულის და თანაგრძნობის გამოხატვის მნიშვნელობას.
ზღაპრები საუცხოოდ გააფორმა 11 წლის, ნიკოლოზ ლოლაძემ. პატარა მკითხველებს საინტერესო ამბების წარმოსახვაში თბილი ფერები და მეტყველი თვალებით მოსაუბრე პერსონაჟები დაეხმარებიან.
მხატვრისთვის „ყველაზე ფერადი თამაში — ხატვაა“. ის 5 წლის ასაკიდან ხატავს. ნიკოლოზის პირველი პერსონალური გამოფენა 2019 წელს, ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეაში შედგა.
ამბობს რომ „ერთ-ერთი ჯადოსნური დღე იყო, როცა გიორგი კეკელიძემ საკუთარი ზღაპრების გაფორმება „ანდო“!“
ავტორის შესახებ:
გიორგი კეკელიძე — ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, კინოსცენარისტი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი (2012 წლიდან დღემდე).
კეკელიძე არის პრემია „საბას პრემიის ლაურეატი, წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (2006-2012 წლებში.)
საგანმანათლებლო მოძრაობა #ეკვილიბრიუმის დამფუძნებელი. წიგნის მუზეუმის დამაარსებელი. წიგნის ჩუქების დღის ინიციატორი საქართველოში (23 აპრილი)
კატეგორია:
გვერდების რაოდენობა:
ISBN:
ზომა:
წონა:
ფორმატი:
ენა:
კომენტარი:
ფასი:
დათვალიერება: