ქართველთა ცხოვრება. წიგნი I | სანაძე მანანა

გამომცემლობა:

საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა

წელი:

2019

წიგნის შესახებ:

ქართველთა ცხოვრება წიგნი I - შესავალი ქართველთა ცხოვრებაში, ნუმერაციით პირველი, თუმცა რიგითობის მიხედვით მეორეა ქართველთა ცხოვრების იმ მრავალწიგნიანი სერიიდან, რომლის გამოცემას საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა ახორციელებს საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის პროფესორებისა და ამავე სკოლის მაგისტრანტი და დოქტორანტი სტუდენტების მონაწილეობით. აღნიშნული წიგნის ავტორი და მთლიანი სერიის მეცნიერ-ხელმძღვანელია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მანანა სანაძე. მისივე ავტორობით 2016 წ. უკვე გამოიცა ქართველთა ცხოვრება წიგნი III - ქართლის მეფეებისა და პატრიკიოსების ქრონოლოგია (ფარნავაზიდან აშოტ კურაპალატამდე). ქართველთა ცხოვრება წიგნი II - ქართველთა ცხოვრება, რომლის გამოცემაც უახლოეს დროში იგეგმება, მოიცავს თხზულების ტექსტებს (დავით აღმაშენებლის ცხოვრების ჩათვლით) და ამ ტექსტების ახალი პრინციპით დაბეჭდვას გულისხმობს, რაც თავიდან აგვაცილებს 2008 წლის გამოცემის არც თუ უმნიშვნელო შეცდომებს. განსაზღვრულია ამავე სერიის სხვა წიგნების მომზადებაც.

წინამდებარე წიგნი ისევე, როგორც მისი წინამორბედი, განკუთვნილია, უპირველეს ყოვლისა, მეცნიერ-მკვლევრებისთვისა და საქართველოს ისტორიის პროგრამაზე მოსწავლე დოქტორანტი და მაგისტრანტი სტუდენტებისათვის. ვფიქრობთ, სასურველია, სპეცკურსის სახით, წიგნს გაეცნონ III-IVკურსის ბაკალავრებიც. იმავდროულად, ავტორი იმედს იტოვებს, რომ წიგნი გასაგები და საინტერესო წასაკითხი იქნება ისტორიით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვისაც.

ავტორის შესახებ:

სანაძე მანანა

მანანა სანაძე _ საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელი, პრეზიდენტი, საქართველოს
უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი,
ქართველოლოგიის ცენტრის დირექტორი.

დაამთავრა
 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აღმოსავლეთის
 ქვეყნების ქვეყანათმცოდნის სპეციალობით, თურქეთის განხრით (1975 წ.).

1979-2004 
წლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 
საქართველოს ისტორიის კათედრაზე მუშაობდა ჯერ ასისტენტად, შემდგომ კი _ უმცროს,
უფროს და წამყვან მეცნიერ თანამშრომლად.

ამავე
 უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო (1979 წ.) და სადოქტორო (2002 წ.) 
დისერტაციები საქართველოს ისტორიაში.

2002–2004
წლებში იყო ტექნიკურ უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის 
საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორი;

1999-2008
 წლები იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეურვეო 
საბჭოს წევრი;

2009
 წლიდან არის სკრენტონის უნივერსიტეტის (ა.შ.შ.) აფილირებული პროფესორი;

2002-2004
 

წლებში მანანა სანაძემ გიული ალასანიასთან ერთად დააფუძნა საქართველოს 
უნივერსიტეტი. 

ამის შემდეგ 2014 წლის ივნისამდე იყო ამ უნივერსიტეტის რექტორი.

2015
 წლიდან დღემდე ის არის ამავე უნივერსიტეტის პრეზიდენტი.

სპორტული
 მიღწევები:

მ. სანაძე არის სპორტის ოსტატი ჭადრაკში, თბილისის ქალთა ჩემპიონატის ოქროს და 
საქართველოს ქალთა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ქალთა საკავშირო
ჩემპიონატის ორგზის მონაწილე (1968, 1970 წწ.).

ჯილდოები:

მონოგრაფიისათვის
 - გლეხობა დასავლეთ საქართველოში XV-XVIII სს.

 

1982 წელს დაჯილდოვდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო 
უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთათვის განკუთვნილი პრემიით.

საქართელოს
 საგანმანათლებლო სისტემის განვითარებასა და ისტორიის 
კვლევაში შეტანილი წვლილისთვის 2013 წელს დაჯილდოვდა ბრწყინვალების ორდენით.

2015
 წელს ჩინეთის ნაცილონალური გამომცემლობების ფონდმა გამოსცა ბიოგრაფიული 
წიგნი მანანა სანაძის შესახებ (ჩინურ ენაზე).




კატეგორია:

სასწავლო

გვერდების რაოდენობა:

616 გვერდი

ISBN:

978-9941-9666-1-3

ზომა:

წონა:

450

ფორმატი:

297x210

ენა:

ქართული

კომენტარი:

ფასი:

27.00 ₾

დათვალიერება:

ავტორის წიგნები