გასაფერადებელი შემეცნებითი ენციკლოპედია (ა-ჰ) | სანაძე მანანა , ლალი აბულაძე , მარინა ჟღენტი

გამომცემლობა:

წელი:

2025

წიგნის შესახებ:

"გასაფერადებელი შემეცნებითი ენციკლოპედია“ ბავშვებს აცნობს დედამიწის ფლორასა და ფაუნას — ცხოველებს, მცენარეებსა და მათ მრავალფეროვან სამყაროს. თითოეული რვეული ერთ ასო-ბგერას ეძღვნება და ამ ასოზე დაწყებული ცხოველისა თუ მცენარის შესახებ საინტერესო და შემეცნებით ინფორმაციას გასაფერადებელ ილუსტრაციებთან ერთად სთავაზობს მკითხველს.

წიგნი აერთიანებს სწავლასა და შემოქმედებით აქტივობას, ეხმარება ბავშვებს ბუნების უკეთ შეცნობაში და მოუწოდებს, საკუთარი ხელით „გააფერადონ სამყარო“.

პროექტის ავტორი: მანანა სანაძე

რედაქტორ-შემგდგენლები: ლალი აბულაძე, მარინა ჟღენტი

ავტორის შესახებ:

სანაძე მანანა

მანანა სანაძე _ საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელი, პრეზიდენტი, საქართველოს
უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი,
ქართველოლოგიის ცენტრის დირექტორი.

დაამთავრა
 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აღმოსავლეთის
 ქვეყნების ქვეყანათმცოდნის სპეციალობით, თურქეთის განხრით (1975 წ.).

1979-2004 
წლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 
საქართველოს ისტორიის კათედრაზე მუშაობდა ჯერ ასისტენტად, შემდგომ კი _ უმცროს,
უფროს და წამყვან მეცნიერ თანამშრომლად.

ამავე
 უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო (1979 წ.) და სადოქტორო (2002 წ.) 
დისერტაციები საქართველოს ისტორიაში.

2002–2004
წლებში იყო ტექნიკურ უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის 
საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორი;

1999-2008
 წლები იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეურვეო 
საბჭოს წევრი;

2009
 წლიდან არის სკრენტონის უნივერსიტეტის (ა.შ.შ.) აფილირებული პროფესორი;

2002-2004
 

წლებში მანანა სანაძემ გიული ალასანიასთან ერთად დააფუძნა საქართველოს 
უნივერსიტეტი. 

ამის შემდეგ 2014 წლის ივნისამდე იყო ამ უნივერსიტეტის რექტორი.

2015
 წლიდან დღემდე ის არის ამავე უნივერსიტეტის პრეზიდენტი.

სპორტული
 მიღწევები:

მ. სანაძე არის სპორტის ოსტატი ჭადრაკში, თბილისის ქალთა ჩემპიონატის ოქროს და 
საქართველოს ქალთა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ქალთა საკავშირო
ჩემპიონატის ორგზის მონაწილე (1968, 1970 წწ.).

ჯილდოები:

მონოგრაფიისათვის
 - გლეხობა დასავლეთ საქართველოში XV-XVIII სს.

 

1982 წელს დაჯილდოვდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო 
უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთათვის განკუთვნილი პრემიით.

საქართელოს
 საგანმანათლებლო სისტემის განვითარებასა და ისტორიის 
კვლევაში შეტანილი წვლილისთვის 2013 წელს დაჯილდოვდა ბრწყინვალების ორდენით.

2015
 წელს ჩინეთის ნაცილონალური გამომცემლობების ფონდმა გამოსცა ბიოგრაფიული 
წიგნი მანანა სანაძის შესახებ (ჩინურ ენაზე).




ლალი აბულაძე




მარინა ჟღენტი




კატეგორია:

საბავშვო

გვერდების რაოდენობა:

გვერდი

ISBN:

978-9941-9912-0-2

ზომა:

წონა:

ფორმატი:

ენა:

კომენტარი:

ფასი:

7.00 ₾

დათვალიერება:

ავტორის წიგნები