სახელმძღვანელო ,,აკადემიურ წერა” განკუთვნილია ბაკალავრიატის ყველა სპეციალობის სტუდენტისთვის. წიგნში მარტივად, ნათლად და თანმიმდევრულად მიეწოდება მკითხველს აკადემიური წერის თეორიული ნაწილი, უამრავი ნიმუშითა და პრაქტიკული დავალებებით. სახელმძღვანელო საშუალებას აძლევს სტუდენტს ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ აიმაღლოს წერის კულტურა. წიგნის პირველი ნაწილი აგებულია საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული აკადემიური წერის პრინციპებზე; განხილულია, თუ რისგან შედგება თემა, რა აგებულება აქვს, რა სტილით და როგორ შეიძლება დაიწეროს, როგორ უნდა გაიშალოს მსჯელობა, როგორ დაიხვეწოს ტექსტი და ა.შ. ამასთანავე, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, აღგვეწერა სხვადასხვა ტიპის თემის შედგენის ხერხები და საშუალებები, ვინაიდან მათი ცოდნა და გამოყენება სტუდენტებს აუცილებლად დასჭირდებათ ჩვენს აკადემიურ სივრცეში.
ნაშრომი წარმოადგენს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისათვის შედარებით ახალ და დინამიურად განვითარებადი დისციპლინის - საბირჟო ვაჭრობის ტექნოლოგია, ბირჟაზე მოვაჭრეთა (ტრეიდერთა) ფსიქოლოგია, ტექნიკური ანალილზი და მისი პოსტულატები, იაპონური სანთლებით ანალიზი, დოუს თეორია (ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვის), ბაზრის დინამიკის ამსახველი გრაფიკები, ფასების მოძრაობა და ბაზრის ტენდენცია (დაღმავალი და აღმავალი ტენდერები), ბაზარზე შესვლის მომენტის შერჩევა, ბაზარზე არსებული ფასების ტენდენციის გარდატეცის მოდელების ფართო სპექტრი. ნაშრომში აგრეთვე მოცემულია ბაზრის მდგომარეობის ფუნდამენტალური ანალიზი, კერძოდ წარმოდგენილია ბაზრის მდგომარეობაზე მოქმედი ფუნდამენტალური ფაქტორები (ძირითადად მაკროეკონომიკური მაჩვენებლები-უმუშევრობის დონე, ინფლაციის დონე, მოსახლეობის შემოსავლები, მიწოდება-მოთხოვნა, ბანკის სარგებლის პროცენტი და სხვა) და ბაზრის რეაქცია მათზე. განხილულია გარიგებათა მოცულობა და ღია პოზიციათა ინტერესი ფიუჩერსული კონტრაქტებით ვაჭრობისას. აღნიშნულ ნაშრომში გრაფიკულ ანალიზსა და კომპიუტერული ანალიზის ნაწილში გამოყენებულია თარგმანი ჯონ მერფისა და ალექსანდრ ელდერის ნაშრომებიდან, ხოლო იაპონური სანთლებით ანალიზის ნაწილში კი სტივ ნისონისა და გრეგორი მორისის ნაშრომებიდან. ეს ნაშრომი თავისი შინაარსის სიღრმით და სისრულით პირველი ქართული გამოცემაა და იგი გამოადგება როგორც ფინანსების სპეციალობის სტუდენტევს, ისე ბირჟაზე მოვაჭრე ტრეიდერებს.
წინამდებარე კატალოგი (კატალოგი რეზონე) წარმოგვიდგენს ქართველი ფერმწერის, XX საუკუნის ქართველ 60-იანელთა თაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელის რადიშ თორდიას შემოქმედებას. კატალოგში შესულია მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული 311 ფერწერული და გრაფიკული სურათი, რაც რადიშ თორდიას შემოქმედებითი განვითარების უწყვეტ, სამოცდახუთწლიან ისტორიას ქმნის. კატალოგს ერთვის ხელოვნებათმცოდნეების - ნინო ხუნდაძისა და ნინო ჩიხლაძის სტატიები - მხატვრის შემოქმედების ანალიზი, დაფუძნებული კომპატრატიულ კვლევაზე. მაღალი ხარისხის ილუსტრაციები, ფერწერული სურათების საგანგებოდ გადიდებული დეტალები და სტატიები ერთობლიობაში შესაძლებელს ხდის რადიშ თორდიას შემოქმედება მთელი სიცხადითა და მომხიბვლელობით წარმოჩნდეს, კიდევ ერთხელ განისაზღვროს მისი მნიშვნელობა და განსაკუთრებული ადგილი ქართული მხატვრობის ისტორიაში.
წინამდებარე წიგნი პოლიტიკის, როგორც საგნის, თანმიმდევრული შესწავლის მცდელობაა დღევანდელი გადასახედიდან: მისი მიზანია ამ საგნის შემსწავლელ სტუდენტს ან თუნდაც, პოლიტიკის ანა-ბანათი დაინტერესებულ მკითხველს გამოადგეს სახელმძღვანელოდ. წიგნი 5 მთავარ თემას მისდევს: I ნაწილი _ პოლიტიკის თეორია _ იმ კონცეპტუალურ და მეთოდოლოგიურ საკითხებს იკვლევს, რაც საერთოდ პოლიტიკის შესწავლის საფუძველთასაფუძველია; II ნაწილი გლობალიზაციისა და სახელმწიფოების მნიშვნელობას ეხება _ განსაკუთრებით, ერი-სახელმწიფოს როლს ინტერნაციონალიზაციისა და გლობალური პოლიტიკის ჩასახვის პირობებში; II ნაწილში განვიხილავთ ურთიერთკავშირს პოლიტიკურ და არა-პოლიტიკურ ძალთა, და ურთიერთობის არხებს მმართველთა და მართულთა შორის; IV ნაწილი მმართველობის მექანიზმებსა და იმ ინსტიტუციურ თუ პოლიტიკურ პროცესებს ეთმობა, რაც ხელისუფლების ბუნებასა და ასევე, მისი საქმიანობის ხელწერაზეც ახდენს ზეგავლენას. დასკვნითი, V ნაწილი _ პოლიტიკური კურსის და მისი ცხოვრებაში გატარების საკითხებს მიმოიხილავს: გავაანალიზებთ, თუ როგორ ხდება ხსენებული კურსის განსაზღვრა და როგორ ფასდება პოლიტიკური სისტემების ავ-კარგიანობა _ რაც, თავის მხრივ, ისევ პირველი ნაწილის თეორიულ და იდეოლოგიურ მსჯელობასთან მიგვაბრუნებს.
სახელმძღვანელო „მასმედიის ისტორია“ არის სალექციო კურსი და განკუთვნილია საქართვე-ლოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციების მიმართულების სტუდენტებისთვის, აგრეთვე მასმედიის ისტორიით დაინტერესებული ყველა მკითხველთათვის და მისი შედგენილობაც ამ გარემოებითაა განპირობებული. სახელმძღვანელო წარმოადგენს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისა და საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ისტორიის ზოგად კურსს.
მკითხველს, რომელიც წინამდებარე წიგნს გადაშმკითხველს, გადაშლის და ტექსტში შეაბიჯებს, უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვს, უეჭველად ბოლომდე გაივლის მანძილს წინათქმიაქვს, წინათქმიდან ბოლოთქმამდე, რადგანაც მიხეილ სააკაშვილის „ძალის გამოღვიძება“ მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო რომანივით იკითხება. აქვს კიდევაც მძაფრი სიუჟეტი, ოღონდაც ბელეტრისტული პროზისგან განსხვავებით, აქ მოთხრობილი ამბავი გამონაგონი კი არ გახლავთ, არამედ სინამდვილეა, თანამედროვე კაცობრიობის დრამატული პერიპეტიების მართალი და გულწრფელი ასახვაა. მოქმედება ძირითადად ორ ქვეყანაში ერთდროულად ვითარდება - საქართველოსა და უკრაინაში. გასაოცარი, და ეგებ, მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტოც იყოს საბჭოთა იმპერიიდან დე იურე თავდახსნილი და დღემდე დე ფაქტო დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ამ ორი ქვეყნის პოლიტიკური ბედის მსგავსება, მსგავსება კი არა, ფაქტობრივად, იდენტურობა, სიტუაციის, კოლიზიების, გამოწვევების იგივეობა. საქართველოსა და უკრაინის უკრაინის ცხოვრება ამ ჩვენს დაძაბულ XXI საუკუნეში ერთმანეთთან განუყოფლად გადაწნულა და გადაჯაჭვულა. მით უფრო, რომ ამ ისტორიულ სიმბიოზს მკვეთრად ათვალსაჩინოებს ერთი გამორჩეული პიროვნების მოღვაწეობა, პიროვნებისა, რომელიც ერთდროულად ამ წიგნის ავტორიცაა და მისი მთავარი გმირიც და რომლის ზეორიგინალური, სუპერექსკლუზიური, განუმეორებელი პოლიტიკური პროფილი, დღევანდელი მრავალსახოვანი გლობალური ისტებლიშმენტის ფონზე კარგადაა ცნობილი მთელ მსოფლიოში და, ბუნებრივია, უპირველესად, მის სამშობლოში, იმ ქვეყანაში, რომლის სახელმწიფოებრიობის აღდგენასა და თანამედროვე დემოკრატიული სტანდარტებით შექმნაში მას ლომის წილი აქვს შეტანილი და რომელთან მიმართებაშიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სიტყვები, რომლებიც ჩვენს მიერ ამ წინათქმის სათაურად გვაქვს გამოტანილი _ „ამქვეყნად ყველაზე მეტად შენება მიყვარს“.
„საკომუნიკაციო ქართული II“ განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესბული არიან კომუნიკაციური ქართულის შესწავლიის გაგრძელებით. სახელმძღვანელო დაფუძნებულია სწავლების ოთხ უნარზე: წერა, კითხვა, მეტყველება და მოსმენა. წიგნი დასაწყისი დონიდან თანამედროვე მეთოდების საშუალებით ეტაპობრივად ავითარებს ლექსიკურ და საჭირო გრამატიკულ მასალას. ერთი სემესტრის განმავლობაში მარტივიდან რთულის პრინციპით შემსწავლელები დაეუფლებიან A2 დონეს.
წინამდებარე წიგნი განკუთვნილია, უპირველეს ყოვლისა, მეცნიერ-მკვლევრებისთვისა და საქართველოს ისტორიის პროგრამაზე მოსწავლე, მაგისტრანტი და დოქტორანტი სტუდენტებისათვის. ვფიქრობთ, ურიგო არ იქნება თუ, სპეცკურსის სახით, წიგნს გაეცნობიან III-IV კურსის ბაკალავრებიც. იმავდროულად, ავტორი იმედს იტოვებს, რომ წიგნი გასაგები და საინტერესო წასაკითხი იქნება ისტორიით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვისაც. განზრახული გვაქვს ამ სახით ანტიკური ხანისა და ადრე შუა საუკუნეების საქართველოს სხვა მეფეების ბიოგრაფიების გამოცემაც.
მთელი მე-20 საუკუნის ხელოვნების გამოცდილება აქვს ზურგს უკან, უფრო სწორად, გატარებული აქვს საკუთარ თავში და სხეულში. ფერწერის, გრაფიკის, ფოტოგრაფიის ტექნიკასთან ერთად, ის დამატებით ფლობს ინსტალაციის, პერფორმანსის და არაერთ სხვა ტექნიკას. მან იცის, თუ როგორ აქციოს საკუთარი სხეული და ჟესტი ობიექტად, რომელიც ლაპარაკობს ხელოვნების ენით. და ეს საგრძნობია მაშინაც, როცა ის არ იყენებს ამ ხერხებს. მას შეუძლია საკუთარი ნამუშევარი გარემოს ზემოქმედებას მიანდოს და ამ შემთხვევაში თვითონაც არ იცის, თუ რა სახეს მიიღებს ის მასთან ფიზიკურად დაშორების შემდგომ. ის ალქიმიკოსია, რომელიც ახალ მასალას და სუბსტანციებს იგონებს, და წერტილს არ სვამს.
„საკომუნიკაციო ქართული I“ განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესბული არიან კომუნიკაციური ქართულის შესწავლით. სახელმძღვანელო დაფუძნებულია სწავლების ოთხ უნარზე: წერა, კითხვა, მეტყველება და მოსმენა. წიგნი დასაწყისი დონიდან თანემედროვე მეთოდე-ბის საშუალებით ეტაპობრივად ავითარებს ლექსიკურ და საჭირო გრამატიკულ მასალას. ერთი სემესტრის განმავლობაში მარტივიდან რთულის პრინციპით შემსწავლელები დაეუფლებიან A1 დონეს. “Communication Georgian I“ is for the students who are interested to study Communication Georgian. The Student book is grounded on four skills: Reading, Writing, Speaking and Listening. The book helps students enrich vocabulary and grammar step by step from the very beginning based on modern methods. In one semester, through the principle of moving from simple to more complicated, they will approach and hold the Georgian Language on A1 level.