თამაზ ბერაძის შრომების სრული კრებული, სამ ტომად, ეძღვნება მკვლევრის დაბადებიდან 80 წლის თავს. გამოცემის მიზანია, თამაზ ბერაძის მეცნიერული მემკვიდრეობა ხელმისაწვდომი გახდეს ისტორიკოსებისა და, ზოგადად, საქართველოს ისტორიის საკითხებით დაინტერესებული ფართო მკითხველისათვის. შრომების კრებულის I და II ტომში წარმოდგენილია სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში, თუ კრებულებში გამოქვეყნებული სტატიების, კონფერენციებზე წაკითხული მოხსენებების სრული ვერსიები, თეზისები თუ მოკლე შინაარსები. ასევე საენციკლოპედიო სტატიები. კრებულის III ტომი კი ეძღვნება თამაზ ბერაძის გამოუქვეყნებელ შრომებს. სტატიები და კონფერენციებზე წაკითხული მოხსენებები თუ მათი თეზისები დალაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, ხოლო საენციკლოპედიო სტატიები ანბანური პრინციპით. განახლებულ პუბლიკაციებში, მათი გამოსაცემად მომზადებისას, ჩასწორდა მხოლოდ ბიბლიოგრაფიის დამოწმების ავტორისეული სტილი (უნივერსიტეტი იყენებს APA - სტილს) - პუბლიკაციების სქოლიოში დამოწმებული წყაროებისა და ლიტერატურის ანოტირებული ვერსიები განთავსდა საკუთრივ ტექსტში, რაც შეეხება სრულ დასახელებებს, ისინი გატანილ იქნა კრებულის ბოლოს, ბიბლიოგრაფიისათვის განკუთვნილ ნაწილში. სქოლიოში, დარჩა მხოლოდ ავტორისეული განმარტებები და მითითებები. თითოეულ ტომს დაერთო პირთა, გეოგრაფიულ და ეთნიკურ სახელთა საძიებელი. თამაზ ბერაძის შრომების სამტომეულის გამოცემის მომზადებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ინიციატივით გაერთიანებულ თამაზ ბერაძის კოლეგებსა და მოწაფეებს: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორებს, პროფესორებს მანანა სანაძეს, თამარ ქორიძეს, ბეჟან ხორავას; დოქტორანტებს: ქეთევან ქიმერიძეს, მარიამ თოდუას, თამარ ლეკიაშვილს, მანანა წერეთელს, რომლებმაც შეკრიბეს მეცნიერის სხვადასხვა გამოცემებში გაფანტული, უკლებლივ ყველა, სამეცნიერო ნაშრომი, ასევე მის სიცოცხლეში გამოუქვეყნებელი შრომები და მოამზადეს გამოსაცემად. კრებულის I ტომში მოთავსებულია 1962-2002 წლებში თ. ბერაძის მიერ გამოქვეყნებული შრომები.
სისხლის სამართალი სამართლის ის დარგია, რომელიც საკმაოდ ფრთხილ მიდგომას საჭიროებს, ვინაიდან მასში გათვალისწინებული სასჯელები ყველაზე მეტად იჭრება ადამიანის პირად თავისუფლებაში. აღნიშნული პატარა ნაშრომის მიზანია მკითხველს გააცნოს სისხლის სამართალი და მასთან დაკავშირებული დანაშაულისა თუ სასჯელების ინსტიტუტები. ეს არის ერთგვარი შესავალი, რომელიც იძლევა ამ დარგის ძირითადი ასპექტების გააზრების შესაძლებლობას მოკლე მაგალითების საფუძველზე, სადაც მარტივი ენით საუბარია არა მხოლოდ ზოგად, არამედ პროცედურულ საკითხებზეც. ის განკუთვნილია როგორც სამართლის სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, ასევე დამწყები იურისტებისთვის. ნაშრომი მათ დაეხმარება დანაშაულისა და სასჯელის ცნებების გააზრებაში.
მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის შესავალი
წიგნი "მომღერალი თევზები" განკუთვნილია 10 წლამდე ბავშვებისათვის. ან წიგნით შედგა იზი ასლამაზ-ბარათაშვილის დებიუტი. თავის ზღაპრებს ის უძღვნის მსოფლიოს ყველა კუთხის დიდ-პატარას და უსურვებს გახდნენ უფრო კეთილები და დიდსულოვნები.
საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ევროპული ენებისა და ფილოლოგიის დეპარტამენტის ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ინგლისურიდან თარგმნეს XX საუკუნის მნიშვნელოვანი 11 მხატვრული ტექსტი. საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა ბლოგი „11“, სადაც ატვირთულია 11 ტექსტის თარგმანი. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია შევიდეს ამ საიტზე და საკუთარი კომენტარი დატოვოს.
„საკომუნიკაციო ქართული II“ განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესბული არიან კომუნიკაციური ქართულის შესწავლიის გაგრძელებით. სახელმძღვანელო დაფუძნებულია სწავლების ოთხ უნარზე: წერა, კითხვა, მეტყველება და მოსმენა. წიგნი დასაწყისი დონიდან თანამედროვე მეთოდების საშუალებით ეტაპობრივად ავითარებს ლექსიკურ და საჭირო გრამატიკულ მასალას. ერთი სემესტრის განმავლობაში მარტივიდან რთულის პრინციპით შემსწავლელები დაეუფლებიან A2 დონეს.
პირველად ქვეყნდება სეფიანთა სპარსეთში მცხოვრები მე-17 საუკუნის ქართველი მემატიანის ფარსადან გორგიჯანიძის „საქართველოს ცხოვრების“ სრული ტექსტი. გათვალისწინებულია წინამორბედების დაკვირვებები შემოთავაზებულ ტექსტზე, ახლებურად არის წარმოდგენილი საქართველოს ისტორიის ზოგიერთი გვერდი. მთელ რიგ საკითხებთან ერთად ყურადრებას იქცევს ბაგრატ V-ის გარდაცვალების თარიღი და თამარის მამიდასთან ურთიერთობის განსხვავებულად გააზრების შესაძლებლობა.
წიგნს გამოარჩევს, ყველაზე ადამიანური გრძნობების - ნდობისა და მადლიერების ღირებულების განსაზღვრა ადამიანის ცხოვრებაში, ასევე, ისიც რომ წიგნის ავტორი არის საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რაც ორმაგად სასიხარულო და საპასუხისმგებლოა. ავტორის შეფასებით, ნდობა და მადლიერება ყველაზე ადამიანური გრძნობაა, თუმცა უმეტესად სწორედ ნდობისა და მადლიერების ობიექტთა არჩევისას ვცდებით. ასე დაემართა ამ წიგნის გმირს, რომელიც, თუმცა საკუთარი პრინციპებით ცხოვრობს, მაინც გავლენების „მსხვერპლი“ ხდება. იმავდროულად თავადაც დაეძებს ამ „მსხვერპლს“ − როგორც თავშესაფარსა და ცხოვრების გამარტივების საშუალებას. როგორია თანამედროვე ახალგაზრდათა ფასეულობები, მიზნები და ამბიციები? სად გადის ზღვარი არჩევანსა და მოვალეობას შორის? როდის და როგორ ვსწავლობთ სიკეთისა და უკეთურების ერთმანეთისგან გარჩევას, რა არის ღირსება და როდის გვაფიქრებს ცხოვრება მის მნიშვნელობაზე და მთავარი: ამ დაპირისპირებების ფონზე, როგორად ჩანს სინამდვილე...