Professional Communication | ჩხეიძე მაია

გამომცემლობა:

საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა

წელი:

2015

წიგნის შესახებ:

განკუთვნილია პროფესიულ–დარგობრივი ინგლისური ენის შემსწავლელი სტუდენტებისათვის. სახელმძღვანელოში მოცემული პროფესიულ–დარგობრივი ინგლისური ენის კომპეტენტური გამოყენების საფეხურისათვის შესაბამისი ენობრივი მასალა და დავალებათა ტიპები ორიენტირებულია ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ფორმირებაზე.

ავტორის შესახებ:

ჩხეიძე მაია

ევროპული ენებისა და ფილოლოგიის დეპარტამენტის უფროსი
პროფესორი
დოქტორი
ევროპული ენების და ფილოლოგიის დეპარტამენტი
ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ევროპული ენებისა და ფილოლოგიის დეპარტამენტის უფროსი. იგი არის სამეცნიერო პუბლიკაციებისა და სახელმძღვანელოების ავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო, რესპუბლიკურ და ადგილობრივ  კონფერენციებსა და პროექტებში.მას აგრეთვე გავლილი აქვს ტრენინგები ისეთ თემატიკაზე, როგორიცაა: კომუნიკაციური დიდაქტიკა და ინტერკულტურული კომუნიკაციები, კვლევის მეთოდები, ტექნოლოგიების გამოყენება განათლებაში, სწავლების სტრატეგიები, ინგლისური ენა პოლიტიკაში, დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში. იგი არის იუნესკოს ოფიციალური პარტნიორი ორგანიზაციის - ენის მასწავლებელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (FIPLV-ის)  და საქართველოს მულტილინგვალური ასოციაციის (MAG-ის) წევრი.

 

 




კატეგორია:

სასწავლო

გვერდების რაოდენობა:

152 გვერდი

ISBN:

978-99940-50-32-1

ზომა:

წონა:

200

ფორმატი:

297X210

ენა:

ინგლისური

კომენტარი:

ფასი:

15.00 ₾

დათვალიერება:

ავტორის წიგნები