წიგნში „მათემატიკა ეკონომისტებისათვის, I ნაწილი“ განხილულია სიმრავლეთა თეორიის, კომბინატორიკის, კომპლექსური რიცხვების, ნამდვილ რიცხვთა მიმდევრობების და მწკრივების, ერთი ცვლადის ფუნქციასთან და მის უწყვეტობასთან დაკავშირებული მათემატიკური ანალიზის ძირითადი ცნებები და დებულებები. მათემატიკური მეთოდების აღწერასთან ერთად დიდი ყურადღება ეთმობა მათ გამოყენებას ეკონომიკური ამოცანების გამოსაკვლევად. წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკური სპეციალობის სტუდენტებისათვის და ეკონომისტებისათვის, რომელთაც სურთ დაეუფლონ მათემატიკური ანალიზის საფუძვლებს. ამავე დროს წიგნი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ზუსტი, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო სპეციალობის სტუდენტების მიერ მათემატიკური ანალიზის შესაბამისი საკითხების შესასწავლად და ეკონომიკაში მათემატიკური მეთოდების გამოყენების გასაცნობად.