ჯანო დევაძე - დაიბადა 1995 წლის 23 ივნისს, ქალაქ ბათუმში. დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი ბიზნეს სამართალის მიმართულებით 2018 წელს. ამჟამად იურიდიული მრჩეველია კორპორაციული სამართლის საკითხებში.
აზრი, რომ ლიტერატურისა და ხელოვნების გარეშე ყველაფერი მოსაწყენია, საკმაოდ ადრიდანვე ჰქონდა განმტკიცებული. 2021 წელს კი გამოაქვეყნა პირველი რომანი, ,,თეთრი კონვერტი’’, სადაც მხატვრული გზით მოგვითხრობს რამდენიმე სამართლებრივ დავაზე. მის შემოქმედებას ასევე ეკუთვნის რომანი ,,ასე ჩანდა“, სადაც ძირითადი აქცენტები სტუნდეტის შინაგან სამყაროზეა გაკეთებული. მათ აკვიატებულ იდეებსა და ინსტიქტურად უარყოფილ საკითხებზე, რომელიც 2022 წელს გამოაქვეყნა საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობამ. ასევე ეკუთვნის უკვე დასრულებული და მისთვის გამორჩეული რომანი ,,გამოღვიძება“, რომელიც გამოქვეყნდება ასევე 2022 წელს. აქ საუბარია მოთმინების შენარჩუნებით დიდ გამარჯვებებთან მისასვლელ გზებზე და მომხიბვლელ ცდუნებებზე, რაც არ გვაძლევს საშუალებას საკუთარ თავს იქითაც ვიყუროთ.
დაინტერესებულია ფილოსოფიითა და კინო ხელოვნებით, რასთან უფრო სერიოზულ და პროფესიულ კავშირსაც არ გამორიცხავს.
წიგნს გამოარჩევს, ყველაზე ადამიანური გრძნობების - ნდობისა და მადლიერების ღირებულების განსაზღვრა ადამიანის ცხოვრებაში, ასევე, ისიც რომ წიგნის ავტორი არის საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რაც ორმაგად სასიხარულო და საპასუხისმგებლოა. ავტორის შეფასებით, ნდობა და მადლიერება ყველაზე ადამიანური გრძნობაა, თუმცა უმეტესად სწორედ ნდობისა და მადლიერების ობიექტთა არჩევისას ვცდებით. ასე დაემართა ამ წიგნის გმირს, რომელიც, თუმცა საკუთარი პრინციპებით ცხოვრობს, მაინც გავლენების „მსხვერპლი“ ხდება. იმავდროულად თავადაც დაეძებს ამ „მსხვერპლს“ − როგორც თავშესაფარსა და ცხოვრების გამარტივების საშუალებას. როგორია თანამედროვე ახალგაზრდათა ფასეულობები, მიზნები და ამბიციები? სად გადის ზღვარი არჩევანსა და მოვალეობას შორის? როდის და როგორ ვსწავლობთ სიკეთისა და უკეთურების ერთმანეთისგან გარჩევას, რა არის ღირსება და როდის გვაფიქრებს ცხოვრება მის მნიშვნელობაზე და მთავარი: ამ დაპირისპირებების ფონზე, როგორად ჩანს სინამდვილე...