მანანა სანაძე _ საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელი, პრეზიდენტი, საქართველოს
უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი,
ქართველოლოგიის ცენტრის დირექტორი.
დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აღმოსავლეთის ქვეყნების ქვეყანათმცოდნის სპეციალობით, თურქეთის განხრით (1975 წ.).
1979-2004 წლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საქართველოს ისტორიის კათედრაზე მუშაობდა ჯერ ასისტენტად, შემდგომ კი _ უმცროს,
უფროს და წამყვან მეცნიერ თანამშრომლად.
ამავე უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო (1979 წ.) და სადოქტორო (2002 წ.)
დისერტაციები საქართველოს ისტორიაში.
2002–2004 წლებში იყო ტექნიკურ უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის
საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორი;
1999-2008 წლები იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეურვეო
საბჭოს წევრი;
2009 წლიდან არის სკრენტონის უნივერსიტეტის (ა.შ.შ.) აფილირებული პროფესორი;
2002-2004
წლებში მანანა სანაძემ გიული ალასანიასთან ერთად დააფუძნა საქართველოს
უნივერსიტეტი.
ამის შემდეგ 2014 წლის ივნისამდე იყო ამ უნივერსიტეტის რექტორი.
2015 წლიდან დღემდე ის არის ამავე უნივერსიტეტის პრეზიდენტი.
სპორტული მიღწევები:
მ. სანაძე არის სპორტის ოსტატი ჭადრაკში, თბილისის ქალთა ჩემპიონატის ოქროს და
საქართველოს ქალთა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ქალთა საკავშირო
ჩემპიონატის ორგზის მონაწილე (1968, 1970 წწ.).
ჯილდოები:
მონოგრაფიისათვის - გლეხობა დასავლეთ საქართველოში XV-XVIII სს.
1982 წელს დაჯილდოვდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთათვის განკუთვნილი პრემიით.
საქართელოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებასა და ისტორიის
კვლევაში შეტანილი წვლილისთვის 2013 წელს დაჯილდოვდა ბრწყინვალების ორდენით.
2015 წელს ჩინეთის ნაცილონალური გამომცემლობების ფონდმა გამოსცა ბიოგრაფიული
წიგნი მანანა სანაძის შესახებ (ჩინურ ენაზე).
წინამდებარე წიგნი განკუთვნილია, უპირველეს ყოვლისა, მეცნიერ-მკვლევრებისთვისა და საქართველოს ისტორიის პროგრამაზე მოსწავლე, მაგისტრანტი და დოქტორანტი სტუდენტებისათვის. ვფიქრობთ, ურიგო არ იქნება თუ, სპეცკურსის სახით, წიგნს გაეცნობიან III-IV კურსის ბაკალავრებიც. იმავდროულად, ავტორი იმედს იტოვებს, რომ წიგნი გასაგები და საინტერესო წასაკითხი იქნება ისტორიით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვისაც. განზრახული გვაქვს ამ სახით ანტიკური ხანისა და ადრე შუა საუკუნეების საქართველოს სხვა მეფეების ბიოგრაფიების გამოცემაც.
წიგნი ეძღვნება ძველი ქართული აგიოგრაფიული ძეგლის „დავით და კოსტანტინეს წამების“ (XI ს.) ტექსტში VI საუკუნის ისტორიული ქრონიკის ნაკვალევის გამოვლენას. განკუთვნილია სპეციალისტებისა და ჰუმანიტარული პრო-ფილის სტუდენტებისათვის.
სახელმძღვანელოს შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული სკოლის ისტორიის დეპარტამენტის პროფესორებმა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისტორიის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელისა და საქართველოს უნივერსიტეტის ყოფილი პრორექტორის სამეცნიერო დარგში, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის პროფესორ თამაზ ბერაძის ღვაწლი. ცალკეული მონაკვეთების დამუშავებაში მონაწილეობდნენ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლალი ფირცხალავა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თეა ქარჩავა, ანთროპოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თინათინ ღუდუშაური. მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა ისტორიის დეპარტამენტის პროფესორმა თამარ ქორიძემ.
სახელმძღვანელოს შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული სკოლის ისტორიის დეპარტამენტის პროფესორებმა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისტორიის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელისა და საქართველოს უნივერსიტეტის ყოფილი პრორექტორის სამეცნიერო დარგში, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის პროფესორ თამაზ ბერაძის ღვაწლი. ცალკეული მონაკვეთების დამუშავებაში მონაწილეობდნენ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლალი ფირცხალავა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თეა ქარჩავა, ანთროპოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თინათინ ღუდუშაური.
წინამდებარე ნაშრომი - „ქართველთა ცხოვრება“ წიგნი III პირველია „ქართველთა ცხოვრების“ იმ მრავალწიგნიანი სერიიდან, რომლის გამოცემას საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობასთან ერთად გეგმავენ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: მანანა სანაძე და გონელი არახამია. გამოცემის ფარგლებში განსაზღვრული და მომზადებულია შემდეგი წიგნები: წიგნი I - შესავალი „ქართველთა ცხოვრებაში“, წიგნი II - „ქართველთა ცხოვრება“, რაც „დავით აღმაშენებლის ცხოვრების“ ჩათვლით, „ქართველთა ცხოვრების“ ტექსტის ახალი პრინციპით გამოცემას გულისხმობს; წიგნი IV - კომენტარები, წიგნი V - „ქართველთა ცხოვრება“ და ქართული ეკლესიის ისტორია. ვინაიდან ამ სერიიდან წიგნი III რიგით პირველი იბეჭდება, გამოცემის მიზნებთან მკითხველის უკეთ გაცნობისათვის განკუთვნილი ეს მოკლე ანოტაციაც მას წავუმძღვარეთ.
ქართველთა ცხოვრება წიგნი I - შესავალი ქართველთა ცხოვრებაში, ნუმერაციით პირველი, თუმცა რიგითობის მიხედვით მეორეა ქართველთა ცხოვრების იმ მრავალწიგნიანი სერიიდან, რომლის გამოცემას საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა ახორციელებს საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის პროფესორებისა და ამავე სკოლის მაგისტრანტი და დოქტორანტი სტუდენტების მონაწილეობით. აღნიშნული წიგნის ავტორი და მთლიანი სერიის მეცნიერ-ხელმძღვანელია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მანანა სანაძე. მისივე ავტორობით 2016 წ. უკვე გამოიცა ქართველთა ცხოვრება წიგნი III - ქართლის მეფეებისა და პატრიკიოსების ქრონოლოგია (ფარნავაზიდან აშოტ კურაპალატამდე). ქართველთა ცხოვრება წიგნი II - ქართველთა ცხოვრება, რომლის გამოცემაც უახლოეს დროში იგეგმება, მოიცავს თხზულების ტექსტებს (დავით აღმაშენებლის ცხოვრების ჩათვლით) და ამ ტექსტების ახალი პრინციპით დაბეჭდვას გულისხმობს, რაც თავიდან აგვაცილებს 2008 წლის გამოცემის არც თუ უმნიშვნელო შეცდომებს. განსაზღვრულია ამავე სერიის სხვა წიგნების მომზადებაც. წინამდებარე წიგნი ისევე, როგორც მისი წინამორბედი, განკუთვნილია, უპირველეს ყოვლისა, მეცნიერ-მკვლევრებისთვისა და საქართველოს ისტორიის პროგრამაზე მოსწავლე დოქტორანტი და მაგისტრანტი სტუდენტებისათვის. ვფიქრობთ, სასურველია, სპეცკურსის სახით, წიგნს გაეცნონ III-IVკურსის ბაკალავრებიც. იმავდროულად, ავტორი იმედს იტოვებს, რომ წიგნი გასაგები და საინტერესო წასაკითხი იქნება ისტორიით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვისაც.
მანანა სანაძის `ბებოს ზღაპრები~ გამოიცემა სამ სერიად, საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ. თითო სერიაში 5 ზღაპარია. `ბებოს ზღაპრები~ პატარა მკითხველს სთავაზობს უამრავ საინტერესო თავგადასავალს პომიდორასთან, ფორთოხალასთან, მსხალასთან, კვახუნასთან, კარტოფილასთან და სხვა ხილ-ბოსტნეულის ბავშვებთან ერთად. _ ხილბოსტნეულის ბავშვები განა არსებობენ? _ ალბათ, დაეჭვებით იკითხავთ თქვენ. წაიკითხეთ და თქვენ თვითონ დარწმუნდებით, რომ არათუ არსებობენ, არამედ თქვენსავით თამაშობენ, უყვართ, მეგობრობენ, მეცადინეობენ, უხარიათ, მშობლებს უჯერებენ... ან არ უჯერებენ... პირველ წიგნში პატარა მკითხველი გაეცნობა თუ რა ძვირად დაუჯდა პომიდორას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და გადასასვლელზე უყურადღებობა; როგორ გახდა პატარა მსხალა სახელგანთქმული მუსიკოსი; როგორ დაძლია ღორმუცელა ფორთოხალამ ტორტის ერთიანად შესანსვლის ცდუნებას და ტორტი ხელუხლებლად შეუნახა მეგობრებს; როგორ გაატარა თავისი არდადაგები პატარა კვახუნამ ბებია კვახასთან სოფელ კიტროვანში; როგორ დაიხსნეს კარტოფილამ, ფორთოხალამ, ხახვამ და სხვებმა დელფინები ბოროტი შავხელას ტყვეობიდან. წაიკითხეთ და ისიამოვნეთ!
ბებოს ზღაპრების წიგნი I, II და III განკუთვნილია დაწყებითი კლასების (6, 7, 8, 9 წლის) ბავშვებისათვის. ამ სერიის I წიგნი გამოიცა 2017 წელს საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ, რომელშიც სოფელ კიტროვანზე და მასში მცხოვრებ ხილ-ბოსტნეულის ბავშვებზე: ხახვაზე, ფორთოხალაზე, კარტოფილაზე, სტაფილუნაზე, მსხალაზე, კვახუნასა და სხვებზეა მოთხრობილი. ბებოს ზღაპრების წინამდებარე, II წიგნი დამოუკიდებელი ზღაპრებისაგან შედგება, თუმცა პატარა მკითხველს ვურჩევთ გაეცნოს პირველ წიგნსაც, რომელშიც წიგნის გმირების წინა თავგადასავლები დახვდება.