წინამდებარე კატალოგი (კატალოგი რეზონე) წარმოგვიდგენს ქართველი ფერმწერის, XX საუკუნის ქართველ 60-იანელთა თაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელის რადიშ თორდიას შემოქმედებას. კატალოგში შესულია მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული 311 ფერწერული და გრაფიკული სურათი, რაც რადიშ თორდიას შემოქმედებითი განვითარების უწყვეტ, სამოცდახუთწლიან ისტორიას ქმნის. კატალოგს ერთვის ხელოვნებათმცოდნეების - ნინო ხუნდაძისა და ნინო ჩიხლაძის სტატიები - მხატვრის შემოქმედების ანალიზი, დაფუძნებული კომპატრატიულ კვლევაზე. მაღალი ხარისხის ილუსტრაციები, ფერწერული სურათების საგანგებოდ გადიდებული დეტალები და სტატიები ერთობლიობაში შესაძლებელს ხდის რადიშ თორდიას შემოქმედება მთელი სიცხადითა და მომხიბვლელობით წარმოჩნდეს, კიდევ ერთხელ განისაზღვროს მისი მნიშვნელობა და განსაკუთრებული ადგილი ქართული მხატვრობის ისტორიაში.