სახელმძღვანელო ,,აკადემიურ წერა” განკუთვნილია ბაკალავრიატის ყველა სპეციალობის სტუდენტისთვის. წიგნში მარტივად, ნათლად და თანმიმდევრულად მიეწოდება მკითხველს აკადემიური წერის თეორიული ნაწილი, უამრავი ნიმუშითა და პრაქტიკული დავალებებით. სახელმძღვანელო საშუალებას აძლევს სტუდენტს ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ აიმაღლოს წერის კულტურა. წიგნის პირველი ნაწილი აგებულია საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული აკადემიური წერის პრინციპებზე; განხილულია, თუ რისგან შედგება თემა, რა აგებულება აქვს, რა სტილით და როგორ შეიძლება დაიწეროს, როგორ უნდა გაიშალოს მსჯელობა, როგორ დაიხვეწოს ტექსტი და ა.შ. ამასთანავე, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, აღგვეწერა სხვადასხვა ტიპის თემის შედგენის ხერხები და საშუალებები, ვინაიდან მათი ცოდნა და გამოყენება სტუდენტებს აუცილებლად დასჭირდებათ ჩვენს აკადემიურ სივრცეში.