წიგნში საველე ექსპედიციებში და საარქივო დოკუმენტებში გამოვლენილი მასალის საფუძველზე მოცემულია საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მხარის ჰერეთ-საინგილოს ტოპონომიკა. ნაშრომში დიდი ადგილი ეთმობა საინგილოს გვარსახელებს და მათ წარმომავლობას, საინგილოს ფიზიკურ და გეოგრაფიულ აღწერილობას, ანასთანავე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე.