ლოგიკის ამ კურსში, რომელიც წარმოადგენს გამოყენებით ლოგიკას, განხილულია მათემატიკური ლოგიკის ძირითადი ცნებები, მეთოდები და დებულებები და მათი არსებითი გამოყენებები პრაქტიკულ საქმიანობაში. გარდა ამისა, წარმოდგენილია პრაქტიკული ამოცანის მოდელირება მათემატიკური ლოგიკის ენაზე და ბოლოს განხილულია ბულის ალგებრის კანონები და თეორემები, რომლებიც ზუსტად ასახავენ კომუნიკაციური სქემის კანონზომიერებებს.