გიული ალასანია
პირველად ქვეყნდება სეფიანთა სპარსეთში მცხოვრები მე-17 საუკუნის ქართველი მემატიანის ფარსადან გორგიჯანიძის „საქართველოს ცხოვრების“ სრული ტექსტი. გათვალისწინებულია წინამორბედების დაკვირვებები შემოთავაზებულ ტექსტზე, ახლებურად არის წარმოდგენილი საქართველოს ისტორიის ზოგიერთი გვერდი. მთელ რიგ საკითხებთან ერთად ყურადრებას იქცევს ბაგრატ V-ის გარდაცვალების თარიღი და თამარის მამიდასთან ურთიერთობის განსხვავებულად გააზრების შესაძლებლობა.
წიგნში წარმოდგენილია XVIII ს-ის ქართული ანონიმური ქრონიკის (1373-1683 წლების მოვლენებით) მეცნიერულ-კრიტიკული ტექსტი პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ხელნაწერის საფუძველზე; გამოთქმულია ვარაუდები მისი დათარიღებისა და არქიტექტონიკის შესახებ.