ნანა შავთვალაძე

ნანა შავთვალაძე - აკადემიური დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი, აკადემიური წერისა და ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამების ხელმძღვანელი. სპეციალისტი ლინგვისტიკისა და პედაგოგიკის დარგში. ექსპერტი ქართული ენის სწავლების საკითხში. არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული პროექტის –„ისწავლე და ასწავლე საქართველოში“ – ერთ-ერთი ასპექტის –„ყოველდღიური ქართული“–ავტორი, პროგრამის შემდგენელი და ქართული ენის სასწავლო კურსის შემქმნელი. 2005 წლიდან ორგანიზაცია „ენის სკოლის“ დირექტორი. საქართველოში მოვლინებული დიპლომატების ქართული ენის მასწავლებელი. ავტორია ორი წიგნისა: „ქართული ზმნები ძველ გრამატიკებში“; „ქართულში თავისებურ ზმნათა შესწავლის ისტორიის, კლასიფიკაციის, კონსტრუქციისა და სწავლების საკითხები“; შექმნილი აქვს არაერთი სახელმძღვანელო და „ქართული ენის ფრაზეოლოგიური ლექსიკონი“. ავტორია სერია „ბილიკის“ I და II დონის ექვსი სახელმძღვანელოსი და ორი CD-ისა „მოუსმინეთ ქართულ დიალოგებს“ თანდართული ბუკლეტით. მოამზადა და 2010 წელს გამოსცა II ნაწილი სახელმძღვანელოსი „აკადემიური წერა“ – „ვიკითხოთ და ვწეროთ“.

ავტორის წიგნები

  • საკომუნიკაციო ქართული | ნანა შავთვალაძე

    „საკომუნიკაციო ქართული I“ განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესბული არიან კომუნიკაციური ქართულის შესწავლით. სახელმძღვანელო დაფუძნებულია სწავლების ოთხ უნარზე: წერა, კითხვა, მეტყველება და მოსმენა. წიგნი დასაწყისი დონიდან თანემედროვე მეთოდე-ბის საშუალებით ეტაპობრივად ავითარებს ლექსიკურ და საჭირო გრამატიკულ მასალას. ერთი სემესტრის განმავლობაში მარტივიდან რთულის პრინციპით შემსწავლელები დაეუფლებიან A1 დონეს.

    “Communication Georgian I“ is for the students who are interested to study Communication Georgian. The Student book is grounded on four skills: Reading, Writing, Speaking and Listening. The book helps students enrich vocabulary and grammar step by step from the very beginning based on modern methods. In one semester, through the principle of moving from simple to more complicated, they will approach and hold the Georgian Language on A1 level.

    18.00 ₾
  • აკადემიური წერა. ვიკითხოთ და ვწეროთ | ნანა შავთვალაძე

    წიგნი ,,ვიკითხოთ და ვწეროთ“  ,,აკადემიური წერის“ სახელმძღვანელოს  მეორე ნაწილია, რომელშიც ქართული ლიტერატურის ძეგლების საშუალებით  მრავალმხრივად გაჟღერებული და გააქტიურებულია პირველ ნაწილში წარმოჩენილი ყველა თეორიული საკითხი.

    ამ კრებულში წარმოდგენილი  ნაწარმოებები განსაკუთრებული სიფრთხილითა და ახალგაზრდებთან შეთანხმებით  შეირჩა.   წიგნის ყოველ ნაწილს ერთვის თეორიული ცოდნის გათვალისწინებით  დაგეგმილი და მეთოდურად  გამართლებული  პრაქტიკული სავარჯიშო.  შემნილია შემდეგი სახის სქემები: ,,გონებრივი რუკა“, ,,აბლაბუდა“,  ,,კლასტერი“, რომლებშიც უნდა განათავსონ და  ლოგიკურად დააკავშირონ ერთმანეთთან საკითხები.

     

    წიგნის ყოველი ნაწილის ბოლოს მოცემულია რუბრიკა ,,ანალიზის გეგმა“, რომელიც შესავალი, ძირითადი და დასკვნითი ნაწილებისგანაა შემდგარი.  წერის  პროცესისას შექმნილი სირთულის  დაძლევის  მიზნით დასმულია ფოკუსირებადი შეკითხვები, რომლებიც  სტუდენტში  „გონებრივი იერიშის“ პროვოცირებას გამოიწვევს. ეს კი, გააქტიურებს მათ, ხელს შეუწყობს  მოზღვავებულ აზრთა დალაგებასა და ჩამოყალიბებაში. 

    20.00 ₾
  • საკომუნიკაციო ქართული II | ნანა შავთვალაძე

    „საკომუნიკაციო ქართული II“ განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესბული არიან კომუნიკაციური ქართულის შესწავლიის გაგრძელებით. სახელმძღვანელო დაფუძნებულია სწავლების ოთხ უნარზე: წერა, კითხვა, მეტყველება და მოსმენა. წიგნი დასაწყისი დონიდან თანამედროვე მეთოდების საშუალებით ეტაპობრივად ავითარებს ლექსიკურ და საჭირო გრამატიკულ მასალას. ერთი სემესტრის განმავლობაში მარტივიდან რთულის პრინციპით შემსწავლელები დაეუფლებიან A2 დონეს.

    18.00 ₾